![]() |
სახელმძღვანელო არქიტექტურის სპეციალობის განკუთვნილია საზოგადოების ფართო წრეებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე არქიტექტურით. წინამდებარე ნაშრომი - მსოფლიოს უახლესი არქიტექტურა – ავტორების მიერ დაყოფილ იქნა ორ წიგნად. დაყოფა მიზნად ისახავდა სახელმძღვანელო კომპაქტური გამხდარიყო და მკითხველს გაადვილებოდა დატვირთული ტექსტის და მრავალრიცხოვანი ილუსტრაციების აღქმა. პირველ წიგნში შევიდა ორი ნაწილი - მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის საწყისები (თავები 1-3) და მოდერნიზმის შემდეგ (თავები 4-7), ხოლო მეორეში ერთადერთი ნაწილია - მოდერნიზმის დაბრუნება (თავები 8-14). მსოფლიოს თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციების აღწერა და მათი ანალიზი რთული საქმეა და რამდენად წარმატებით შეძლო ავტორებმა ეს ამოცანა გადაეწყვიტად, მკითხველის გადასაწყვეტია. ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ნაშრომი სასარგებლო აღმოჩნდება ქართველი მკითხელისათვის. სამეცნიერო რედაქტორი: რეცენზენტი: |

