დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის მეორე ეტაპი
ისევე როგორც პირველი ეტაპი (იხ. ამ სექციაში 08/07/2009-ის ახალი ამბები სახელწოდებით "ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა"), პროგრამის მეორე ეტაპიც ისტორიული უბნებისა და მისი შემოგარენის რეაბილიტაციას, ბანკებისა და სამშენებლო სექტორის ხელშეწყობას, დაწყებული მშენებლობების დასრულებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. კიდ არქიტექტურა მასში აქტიურად ერთვება და დარწმუნებულია, რომ კონკურსში გაიმარჯვებს. ამ ეტაპზე მენაშენეებს შესაძლებლობა მიეცათ მშენებლობების გასაგრძელებლად ინვესტიციები უცხოური საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდონ. ყოველივე ეს კიდ არქიტექტურას საშუალებას მისცემს, სესხი დაბალ პროცენტში მიიღოს. ეს კი ხელს შეუწყობს კიდ არქიტექტურის მიერ ხოშარაულის ქ. № 30-ში დაწყებული მშენებლობების დასრულებას, ვახუშტის, ქუთაისის და სხვა ქუჩების მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა, და საფინანსო ინსტიტუტებთან ნორმალურ საკრედიტო რჟიმში დაბრუნებას.
